თეგებით ძიება

ჩინელი ინჟინრის დაკითხვის შემთხვევაში, შესაძლოა საქმე თავდაყირა დადგეს - ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ა­სთან დაკავშირებით ჩი­ნე­ლი ინ­ჟი­ნრის და­­კი­თხვის შემთხვევაში, შე­საძ­ლოა, საქ­მე თავ­და­ყი­რა დად­გეს. ამის შესახებ საქმის ად­ვო­კატმა, ომარ ფურ­ცე­ლა­ძემ განაცხადა.

ადვოკატის ცნობით, სწორედ ჩინელი ინჟინერია ადა­მი­ა­ნი, ვინც ვა­კის პარკში სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­მარ­თა.

ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ეში­ნია იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის, რა­საც ჩი­ნე­ლი ინ­ჟი­ნე­რი ფლობს.

"ჩვენ ვი­თხოვ­დით ეროვ­ნე­ბით ჩი­ნე­ლი ინ­ჟინ­რის გა­მო­კი­თხვას, რო­მელ­მაც უშუ­ა­ლოდ სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­მარ­თა. მას გა­აჩ­ნია უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მო­პო­ვე­ბაც სხვა წყა­რო­დან შე­უძ­ლე­ბე­ლია, კერ­ძოდ იმა­ზე, თუ რო­გო­რი იქნა სის­ტე­მა მო­წყო­ბი­ლი, ვისი და­ვა­ლე­ბით მო­ე­წყო სის­ტე­მა, ისე რო­გორც ის იყო გა­მარ­თუ­ლი და ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და მას­თან ერ­თად [სის­ტე­მის მო­წყო­ბა­ში], იყო თუ არა ამ ფორ­მით სის­ტე­მის მო­წყო­ბა „გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და­ვა­ლე­ბა ან ცალ­კე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის არ­გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რას ეში­ნია იმის, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცემ­და ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­რი­ცხავ­და ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძის, დევი კა­ხო­ი­ძის და ბექა მურ­ღუ­ლი­ა­ნი ბრალს. სხვა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ არ­სე­ბობს. ჩვენ ვი­თხოვთ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის გა­მო­კი­თხვას. ფაქ­ტია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ეში­ნია იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად უნდა მი­ა­წო­დოს ინ­ჟი­ნერ­მა და მთა­ვარ­მა ექ­სპერ­ტმა, ვინც მო­ა­წყო მთლი­ა­ნი ელექტრო­სის­ტე­მა. საქ­მე შე­საძ­ლოა თავ­და­ყი­რა დად­გეს. ის ადა­მი­ა­ნი ფლობს ერ­თა­დერთ, ექ­სკლუ­ზი­ურ და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ნა­თე­ლი მო­ფი­ნოს ამ უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის შე­დეგს“, - აცხა­დებს ფურ­ცე­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მო­ზარ­დი - ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძე კი და­შავ­და. მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე 9 პი­რია ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ნა­წილ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა და­უმ­ძი­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა