ყოველი ოპერაციის წინ, ექიმს შევყავდით და გვეუბნებოდა, ბავშვს დაემშვიდობეთ, რადგან დიდი შანსია ვეღარ გამოვიყვანოთ იქიდან ცოცხალიო - დათის დედა მძიმე დღეებს იხსენებს (ვიდეო)
შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი იმ რთულ პერიოდს იხსენებს, როდესაც მის შვილს ოპერაციები უკეთდებოდა.
"ყოველი ოპერაციის წინ, ექიმს შევყავდით და გვეუბნებოდა, ბავშვს დაემშვიდობეთ, რადგან დიდი შანსია ვეღარ გამოვიყვანოთ იქიდან ცოცხალიო. ამის მოსმენა, ალბათ, 10-ჯერ მაინც მომიწია. არც ერთი წამით მე იმედი არ დამიკარგავს. მჯეროდა, რომ ღმერთი არ გამწირავდა. დარწმუნებული ვარ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს და ყველაფერი კარგად“,- განაცხადა ქრისტინე მამუკაშვილმა "ნანუკას შოუში".
შეგახსენებთ, რომ საზღვარაგარეთ მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ, დათი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და სკოლაშიც განაახლა სწავლა.