"ჯარში გაწვევაზე ამდენ ტირილს მორჩით, გეთაყვა... რა "გაფშლუკუნებთ" თქვენი ჭირიმე?" - რას წერს ნათია ფაჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ ჯარში გაწვევაზე საზოგადოება ამდენ ტირილს უნდა მორჩეს.
"ხოდა კიდევ, ჯარში გაწვევაზე ამდენ ტირილს მორჩით გეთაყვა. ჩუმად ისლუკუნეთ საძინებლებში. ამსიოდენა პოტენციურ გმირებს ამდენსაც რა გაფშლუკუნებთ თქვენიჭირიმე? გავიგეთ, რომ სავალდებულო სამსახური დროის ფლანგვაა გარკვეულწილად, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც დრო ნამდვილად მუშაობისთივის სჭირდება. ისე, სპასალარი რომ ვიყო ახლა, გაწვევა კი არა, ორ-ორ კვირიან ინტენსიურ მომზადებაზე დავუძახებდი ყველა მოქალაქეს. სიამოვნებით ვისწავლიდი ელემენტარულ რამეებს. არ მინდა იარაღი, ტაიკვანდო მაინც მასწავლეთ", - წერს ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ახალი "თავდაცვის კოდექსის" მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ყველა წვევამდელს მოუწევს, მათ შორის სტუდენტებსაც.