რუსეთში ბრძოლა დაიწყო, უკრაინელები შეიჭრნენ - რა ინფორმაცია ვრცელდება?
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქის სოფელ სუშანში ბრძოლა დაიწყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში შემოიჭრა უკრაინული დივერსიული ჯგუფი - 40 მებრძოლის შემადგენლობით, რომელთაც აიყვანეს ტყვეები.
არსებული ცნობით, წუთებშიც მიმდინარეობსო შეტაკებები რუსეთის ძალოვან უწყებათა წარმომადგენლებთან.
RIA.RU-ს ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.