თეგებით ძიება

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა, 12-პუნქტიან გეგმაში ეს ერთ-ერთი კომპონენტია - კახა კალაძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა, 12-პუნქტიან გეგმაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ერთ-ერთი კომპონენტი არის ეს მიმართულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს დათქმა, რაც იყო წარმოდგენილი, ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თუ არ იქნება, შეიძლება, ყოველთვის მიკერძოებული იყოს, ეს მათი მიდგომა და დამოკიდებულებაა, მესმის კარგად. მესმის მათი განწყობა, დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში, ყველაფერი წყალს წაუღია, საერთოდ არ აინტერესებთ არც ხალხი, არც ქვეყანა“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა