"ახალგაზრდებო, დაიცავით თქვენი უფლება ..." - ნანა გეგეჭკორი მიმართვას ავრცელებს
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ქართველ ახალგაზრდებს მიმართავს და საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
"ახალგაზრდებს არ გიჭირთ ინტერნეტის გამოყენება და გთხოვთ, დაგუგლეთ და მოიძიეთ დედამიწაზე საუკეთესო უნივერსიტეტების, სასკოლო განათლების, ჯანდაცვის, მომსახურეობის სექტორის, ტექნოლოგიური ნოუჰაუების, არ ვიცი რისიც გინდათ, რესტორნების, გართობის ინდუსტრიის თუ ნებისმიერი რამის რეიტინგები და თუ საუკეთესო ასეულში ერთს მაინც იპოვით რუსული წარმოშობისას, დარჩით სიჩუმეში და გააგრძელეთ სვლა იმ ქვეყნისკენ, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები გაურბიან უპერსპექტივობის გამო.
საქართველოდან შეიძლება არც ჩანს რამდენად წინაა ევრო-ამერიკული ცხოვრების დონე, იმისგან რაც თქვენი ყიველდღიურობაა. მოეშვით ტიკ-ტოკებს და წაიკითხეთ რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში. რამდენად განსხვავდება განათლების, ჯანდაცვის, სოციალური სფეროები იმ გაუსაძლისი ყოფისგან რაშიც ცხოვრობთ. მოიძიეთ ინფორმაცია იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ თქვენი თანატოლები ევროპის განვითარებულ ქვწყნებსა და ამერიკაში.
ახალგაზრდებო, დაიცავით თქვენი უფლება გქონდეთ ხარისხიანი ჯანდაცვა, კონკურენტუანრიანი განათლება, დასაქმების და განვითარების პერსპექტივა და უბრალოდ გქონდეთ უფლება თავადვე განკარგოთ საკუთარი ცხოვრება.
P.S. და კიდევ, გაითვალისწინეთ მაინც... ამერიკამ, ომის დაწყებისთანავე, წაართვა რუსეთიდან ექიმებს და სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს სალიცენზიო გამოცდების ჩაბარების და რეზიდენტურაში სწავლის უფლება. არც იგეგმება ამ გადაწყვეტილების გადახედვა. სანქციების სია როგორ ფართოვდება ალბათ ხედავთ და არაა გამორიცხული ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც გავრცელდეს რუსეთის სატელიტ ქვეყნებზე. სწორედ ამიტომ, ყველაფერი რაც დღეს პარლამენტში ხდება გეხებათ თქვენ. მათაც კი გეხებათ ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობთ", - წერს გეგეჭკორი.