თეგებით ძიება

„ნაცვლიშვილმა დარბაზში წყალი შემასხა, მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე“ - რას წერს თამარ ჩიბურდანიძე?

"ხალ­ხის ძა­ლის" წევ­რი, თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე დეპუტატ, ანა ნაც­ვლიშ­ვილ­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"ლე­ლოს" ერთ-ერ­თმა ტვი­ნი­კოს­მა, თავი ქარ­თლის დედა რომ ჰგო­ნია, ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა, დარ­ბაზ­ში წყა­ლი შე­მას­ხა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ რე­პორ­ტაჟს ვწერ­დი ჩემი ტე­ლე­ფო­ნით. მეც ავ­დე­ქი და ერთი ბოთ­ლი წყა­ლი მთლი­ა­ნად და­ვას­ხი თავ­ზე. ხომ არ და­მირ­ღვე­ვია კა­ნო­ნი?" - წერს ჩი­ბურ­და­ნი­ძე.

შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი განხილვა 15:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. დაძაბულობაა როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში, სადაც მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა