თეგებით ძიება

თქვენ ამაგრებთ რუსულ რეჟიმს! - ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მობილიზებულ სამართალდამცავებს მიმართა და მოუწოდა, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.

"სამართალდამცავებმა, ოჯახში რომ მიხვალთ თქვენ, იცოდეთ, რომ ამაგრებთ რუსულ რეჟიმს, პუტინისტებს და რომ არა თქვენ, ერთ საათში ივანიშვილი და მისი რეჟიმი ფიზიკურად აღარ იარსებებს. თქვენს შვილებს, თქვენ შვილიშვილს ეხება ეს. თქვენ არ გინდათ რუსეთში ცხოვრება დარწმუნებული ვარ, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი... იცოდეთ გაქვთ ცოტა დრო, რუსეთთან ნაომარი ხართ, პუტინთან ნაომარი ხართ, ბიჭებო გადადგით ნაბიჯი, ბიჭებო ივანიშვილი თქვენ გარეშე არ არსებობს. თქვენ დგახართ და ამაგრებთ ამ ხალხს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვას დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა მოჰყვა, როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც. აქციაზე ამ დროისთვის 8 ადამიანია დაკავებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა