თეგებით ძიება

ნეაპოლში დააკავეს ძებნილი ქართველი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ყურება უნდოდა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დააკავეს საბერძნეთის პოლიციის მიერ ათი წლის განმავლობაში ძებნილი ქართველი, რომელიც ქალაქს ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის საყურებლად ეწვია.

 ინფორმაციას იტალიურ პრესზე დაყრდნობით "რუსთავი2" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 38 წლის ქართველი ნაპოლი- ლაციოს მატჩზე თბილისიდან ჩაფრინდა, სადაც ევროპული ორდერის საფუძველზე საჰაერო სასაზღვრო პოლიციამ დააკავა.

რაც შეეხება მის დანაშაულს, საბერძნეთში მას 2012 წელს 10-წლიანი პატიმრობა საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის მიუსაჯეს. 

ნეაპოლში ჩაფრენილი მამაკაცის იდენტიფიცირება კი, საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც მიზნად ისახავდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა