ეს ხაბეიშვილი რომ დარბის, მეტი არაფერი იცის და იმიტომ ყვირის სულ ამას - რას ამბობს გია ხუხაშვილი?
პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა საქართველოში გავითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მხოლოდ "ყელყელაობს“, რასაც შედეგი არ მოაქვს.
"ვლაპარაკობ ერთ-დღიან გამაფრთხილებელ საყოველთაო გაფიცვაზე. ამას უნდა, რა თქმა უნდა, კარგად მომზადება, ჩაერთონ ამაში ოპოზიცია და თუ შეუძლიათ რამის ორგანიზება, ამის ორგანიზება გააკეთონ. ნუ ყელყელაობენ, ქუჩაში რომ გამოვარდებიან და იძახიან „დაგამთავრებთ და იმას ვიზამთ“, ვერ ამთავრებთ ხომ ნახეთ? ხალხს თუ არ აიყოლიებთ, დაარწმუნებთ, თუ არ დაანახვებთ სწორ გზას უკეთესი მომავლისათვის, რა აზრი აქვს ამ ყელყელაობას? ტატამზე ავლენ, გაილახებიან, ჩამოვარდებიან, კიდევ ავლენ, კიდევ იგივე ხდება. ეს ხაბეიშვილი რომ დარბის მეტი არაფერი იცის და იმიტომ ყვირის სულ ამას.
მარტო აქციები, აქციები… კი ბატონო, იყოს ეს აქციები, აქციებზე უარის თქმისკენ კი არ მოვუწოდებ, მაგრამ ცოტა კრეატივი შეიტანონ ამ ყველაფერში. ადამიანებს არ უნდათ ქუჩაში დგომა, სხვა ფორმები არსებობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“.