ბოლო რამდენიმე თვეა ამერიკაში ვიმყოფები - რატომ წავიდა ვახო ბიჭიკაშვილი საქართველოდან?
იუმორისტი, ვახო ბიჭიკაშვილი რამდენიმე თვეა უკვე აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ბიჭიკაშვილი ჟურნალ “გზასთან” განმარტავს, თუ რატომ მიიღო ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება.
"ბოლო რამდენიმე თვეა ამერიკაში ვიმყოფები. ეს გადაწყვეტილება ჩემი საქმიდან გამომდინარე მივიღე. ერთდროულად ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით და ქართველ დიასპორასთან, რომელიც იზრდება და იზრდება. მათთვის პერიოდულად ტარდება ქართული კულტურული ღონისძიებები და ამ ადამიანების გვერდით ვარ. „კომედი ჯგუფთან“ თანამშრომლობა არ გამიწყვეტია. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენ ერთი სისხლი და ორგანიზმი ვართ. სანამ ჩემი ცხოვრება უკავშირდება ტელევიზიას, ყოველთვის ამ ჯგუფთან ვიქნები".