თეგებით ძიება
04. 03. 2023 ბიზნესი

აუცილებელია სამშენებლო და საკონსტრუქტორო კომპანიების ლიცენზირება - გიორგი გაბუნია

ხარისხი ყველგან გამოწვევაა, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, - სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიები აცხადებენ, რომ პროექტების მიმდინარეობისას პრობლემები ხშირად სწორედ პროექტირების ეტაპიდან იწყება.

კომპანია Construction Service-ის დირექტორი აცხადებს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას თითქმის ყველა პროექტის შემთხვევაში, არაკვალიფიციურად შესრულებული პროექტირება მისი კომპანიისთვის სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში პრობლემად იქცა.

გიორგი გაბუნია პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას საპროექტო და სამშენებლო კომპანიების ლიცენზირებაში ხედავს.

“ხარისხი ყველგან გამოწვევაა, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში. პრობლემები ამ მიმართულებით ეხება როგორც ადგილობრივ პროექტებს, ისე საერთაშორისოს. ამ დროს ხარისხის კონტროლი და კვალიფიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მაგალითად არის სამშენებლო კომპანია, რომელსაც არ ჰყავს ინჟინერი, რომელიც სამუშაოს არაკვალიფიციურად ასრულებს.

საგარანტიო პერიოდები არის დიდი თუ გადავხედავთ პროექტებს, შესრულებული სამუშაო 4 წლის თავზე სრულად ამორტიზირებულია ხშირად. ამიტომ აუცილებელია სამშენებლო და საკონსტრუქტორო კომპანიების ლიცენზირების შემოღება,” - აცხადებს კომპანია Construction Service-ის დირექტორი გიორგი გაბუნია.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა