თეგებით ძიება

სიკვდილს გადავურჩი... სრული შოკი იყო... - რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს?

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე თვითმფრინავში მომხდარ შოკისმომგვრელ ამბავს იხსენებს, რომელიც მას რამდენიმე წუთის წინ შეემთხვა.

"არ ვიცი სახეზე როგორი ფერი მაქვს. ახლა ჩამოვფრინდი ჟენევიდან სტამბოლში და ცხოვრებაში უკვე მეორედ სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ხომალდი სტამბოლში დაჯდა, გაიარა ცოტა ხანი და ისევ ზევით ავიდა. ხომალდზე როგორი სიწყნარე იყო იცით, კაციშვილი ხმას არ იღებდა. დაახლოებით ნახევარი საათი სტამბოლის თავზე დავფრინავდით და დაჯდომის დროს არსებული სიჩუმის მსგავსი, მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს მინახავს. სრული შოკი იყო, არ მჯერა, რომ ცოცხალი ვარ. ძალიან დიდი სტრესი იყო. სომალის გადავურჩი და სტამბოლში, რომ მეხეთქა თავი, ხომ უბედურება იქნებოდა. ხალხო, თითოეული წუთი შეირგეთ. არავინ იცის, რა იქნება ხვალ", - ამბობს ფხაკაძე გავრცელებულ ვიდეოში.

ვიდეო: https://www.facebook.com/reel/2587180721424712


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა