თეგებით ძიება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენად იოსელიანის კანდიდატურას ხვალ განიხილავს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას 6 მარტს განიხილავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინა. იოსელიანს მხარს ოპოზიციის ნაწილი უჭერს.

28 თებერვალს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. 

2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა