თეგებით ძიება

ვიქნები ყველას სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს გარანტიას, რომ ყველას სახალსო დამცველი იქნება.

„გარანტია შემიძლია მივცე ყველა ჩვენს მოქალაქეს, პოლიტიკოსს, თუ არა პოლიტიკოსს, რომ ნამდვილად ვიქნები ყველას სახალხო დამცველი. ეს არის ყველაზე მთავარი, ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობის შემდგომ ადამიანები შეხედავენ და ამას მიხვდებიან. საბოლოო ჯამში, ის განცდა, რომ სახალხო დამცველი შეიძლება არის ვიღაცის და ვიღაცის არა, ასეთი რაღაც მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს. მესმის, რომ არის პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი შეგრძნება იმისა, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში არის ხალხთან და ის ამართლებს იმ სახელს, რასაც ჰქვია სახალხო დამცველი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა