თეგებით ძიება

სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმგვარი, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმდაგვარი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, რასაც მავალებს სახალხო დამცველის შესახებ კანონმდებლობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, „თქვენი არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოზიცია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილზე“.

იოსელიანის თქმით, უფლებების თვალსაზრისით, იქნება ყველას სახალხო დამცველი და ყველას უფლების დამცველი.

„ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება იმისთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობის პრეტენზია აქვს. თუ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში შეუძლებელია, აღმოჩნდეს ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება და მის ავადმყოფობას განკურნებაში დაეხმარება, მან ეს სერვისი იმ ქვეყანაში უნდა მიიღოს, სადაც ეს მიეწოდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა