თეგებით ძიება
07. 03. 2023 სპორტი

"დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება. ვქომაგობდით მას, როცა ის ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა" - "ქართული რაგბი"

რაგბის ქომაგთა ფეისბუქ გვერდზე "ქართული რაგბი" განცხადება ვრცელდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, დავით კაჭარავას შესახებ.

როგორც ქომაგები აცხადებენ, კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება.

"დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება.

ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა.

 P.S. ჩვენ ვართ ქომაგთა გვერდი და გული გვტკივა იმაზე, რაც ახლა ხდება",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

„ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა