ახალ სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩიეს
96 მომხრე, 0 წინააღმდეგ - პარლამენტმა, ექვსი წლის ვადით, ახალ სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.
ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ წარადგინა.
მანამდე პოსტი ნინო ლომჯარიას ეკავა.