თეგებით ძიება

"დროა, დამალული ივანიშვილი გამოვიდეს კულისებიდან და ახსნას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით“ - გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიზნესმენ, ბიძინა ივანიშვილს კულისებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს.

"დროა, დამალულმა ივანიშვილმა პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს, გამოვიდეს კულისებიდან და ახსნას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს“, - წერს გახარია.

შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა