თეგებით ძიება

მოსაწევ ოთახში სადაც კამერები არ არის - მე და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და ქოცები ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ - რას წერს ანა წითლიძე?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში, მოსაწევ ოთახში, სადაც კამერები არ არის მას და გიორგი ვაშეძეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"მოსაწევ ოთახში სადაც კამერები არ არის - მე და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და ქოცები ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ. 

პასუხიც მიიღეს. ასევე მუშტი კრივი. 

მოღალატეს რომ ვეძახით უტყდებათ მონებს!", - წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა