თეგებით ძიება

„გაზი გაუშვეს ამ ნაძირლებმა!!! თქვენ რუსის მონებო და რუსებზე უარესებო!!!“ - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გაზი გაუშვეს.

„გაზი გაუშვეს ამ ნაძირლებმა!!! 

თქვენ რუსის მონებო და რუსებზე უარესებო!!! 

ეს მთავრობა უნდა გადავაყენოთ!!! 

ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის დროა!!!“ - წერს ქაცარავა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა