თეგებით ძიება

ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

მანამდე მან განცხადება გაავრცელა, სადაც შსს-ს მოუწოდა არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მოუწოდა, რომ არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა