თეგებით ძიება

"ერთნაირად გვლანძღეს მეც და პატრიარქიც...ვერასოდეს გაიმარჯვებს საქართველოში რუსული ძალა" - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში რუსული ძალის გმარჯვებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

"უამრავი ადამიანი წერს სად არის ლიკლიკაძე? 

სად ვარ და აქ ვარ, სადაც ხალხია, სადაც ევროპა უნდათ და სადაც არას ეუბნებიან რუსეთს. ეს მერამდემდენედ უნდა დავწერო? არ იცოდით ჩემი ეს პოზიცია? რამდენი ვინმე გაიღვიძებთ და მომვარდებით სად ხარ, მიდით რაა, თქვენ საქმეს მიხედეთ. თუ ძაან გაინტერესებთ უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა, რომ ევროპაა ჩვვენი არჩევანი და ვერავინ წაგვათრევს რუსეთისკენ, მაგრამ მაცადეთ? „რა დროს იტალიაა შე უსირცხვილო? გამოდი დაწერე რამე!“- აი ასეთი ხალხის გამო არ დავწერე, მაგრამ არ გაჩერდა ეს ისტერია.

ახლა დილიდან უამრავი პოსტი შემხვდა, სად არის ლიკლიკაძე და სად არის საპატრიარქო? ცოტა კი მერიდება მაგრამ ერთნაირად გვლანძღეს მეც და პატრიარქიც. მე სადაც ვარ კი გითხარით, საპატრიარქოც გიპასუხებთ ალბათ.

ახლა ძაან სერიოზულობით- ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს საქართველოში რუსული ძალა. ამას არასდროს დაუშვებს ქართველი ხალხი.

ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ევროპულ საქართველოში!", - წერს ლიკლიკაძე.

შეგახსენებთ, "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ კანონის მიღებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეებმა აქცია გამართეს პარლამენტთან. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა