თეგებით ძიება

"გაწვევის" დედააზრი... პროპაგანდას და სპეცრაზმს გავაძლიერებთ, ვიღაცებს დავიჭერთ და მერე მოგიბრუნდებით ბელორუსიზაციისთვის" - რას წერს ქეთი დევდარიანი?

სცენარისტი, ქეთი დევდარიანი "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. აგენტების კანონის პარლამენტიდან გაწვევას აფასებს და განმარტავს, მმართველი გუნდის ამ სვლას რა მოჰყვება:

"გაწვევის" დედააზრი:

როგორც ჩინგის-ყაენმა გვასწავლა, ზოგჯერ ტაქტიკური უკანდახევაა საჭირო, ცოტა ვიჩქარეთ. პროპაგანდას და სპეცრაზმს გავაძლიერებთ, ვიღაცებს დავიჭერთ, ყველაფრის კადრების მახავიკს ამოვქოქავთ და მერე მოგიბრუნდებით ბელორუსიზაციისთვის", - წერს დევდარიანი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა