"მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში" - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 7-8 მარტის აქციაზე მყოფ თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის.
"მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენა უპრეცედენტო თავშეკავება და პროფესიონალიზმი. თითოეულ ჩვენს აქტივისტს, თუ მომხრეს, ვინც გმირულად აიტანა უპრეცედენტო ბულინგი, გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ფეიკკამპანიით, ყველაზე ამაზრზენი ბრალდებით და დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე! თითოეულ ადამიანს, თუნდაც მას, ვინც გულწრფელი პროტესტი გამოხატა და არ აჰყვა რადიკალიზმს, რომელსაც შეიძლებოდა უბედურებამდე, ქაოსამდე და ადამიანების, ახალგაზრდების თუ პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდეს რისკებამდე მივეყვანეთ, რომელიც ომის პარტიის ერთადერთი ოცნებაა. ჩვენი ოცნება კი ორ ფეხზე მყარად მდგარი, ღირსეული, ადამიანზე ორიენტირებული, მშვიდობიანი და განვითარებული საქართველოა, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, - წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.