თეგებით ძიება

"ახალმა თაობამ აჩვენა, რომ ეროვნული ინტერესი მათთვის უპირატესია" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და ახალგაზრდებს მადლობას უხდის.

"გაიმარჯვა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა თაობამ, რომელმაც უკან დაახევინა რუსულ რეჟიმს...

უკან დაახევინა შეუპოვრობით, მიზნის ქონით და ამ მიზნის გარშემო ერთიანობით.

ახალმა თაობამ აჩვენა რომ ეროვნული ინტერესი მათთვის არის უპირატესი ღირებულება, აჩვენა რომ არ არსებობს პოლიტიკოსი ან პარტია რომელსაც ისინი გაჰყვებიან, რომლის მოწოდებასაც აჰყვებიან ან რომლის მოწოდებითაც დაიშლებიან...

აჩვენა, რომ კი არ დაიშლებიან, სხვაგან შეგროვდებიან, გადაჯგუფდებიან მობრუნდებიან - სანამ თავისას არ მიაღწევენ.

ყველა ვინც თავისუფლებისათვის იბრძოლა უნდა იყოს თავისუფალი და დახსნილი რეჟიმის ტყვეობიდან!

ვიყოთ ფხიზლად და ვიდგეთ ერთად გამარჯვების გაფორმებამდე. მათ ჩვენი ერთად დგომა აშინებთ, განსხვავებულთა ერთობა!

მიზანი - ევროინტეგრაციაა, მომავალმა თაობამ გააკეთა დიდი ნახტომი წინ და დაახევინა რეჟიმს უკან. ახლა უნდა გავუმაგროთ მათ ზურგი, რომ ეს წინსვლა გაგრძელდეს. მართალ ბრძოლაში მართალი ხალხი იმარჯვებს, ღირსებითა და სიმართლით“, - წერს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა