„წააქეზებენ სტუდენტებს და შემდეგ გაიძახიან ჩვენ რა შუაში ვართო?!“ - რას წერს ამირან სალუქვაძე?
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისში მიმდინარე აქციებს და წერს.
„ვაშაძის, ხაზარაძის, ხაბეიშვილის და სხვათა, ასევე მათ უკან მდგომთა პოლიტიკური კულტურა გვეუბნება, რომ თუ ახალგაზრდების ხმა გაიგონე, მაშინ სუსტი ხარ და კიდევ უნდა მოგაწვენ.
ეს მეტყველებს ვინ ვის იყენებს ინსტრუმენტად. წააქეზებენ სტუდენტებს და შემდეგ გაიძახიან ჩვენ რა შუაში ვართო?!
ლელოა, გააგრძელონ რაუნდები, სანამ ამ ჭიდილში რაიმე უბედურება არ მოხდება?
ამით ამტკიცებთ, რომ პოლიტიკოსებს კანონი დესტრუქციისთვის სჭირდებოდათ.
ვინც კანონის გაწვევას შეცდომად თვლით, თქვენც შეიკრიბეთ სხვა დღეებში. ნუ ხართ პასიურები.
სიძლიერედ იმას თვლით, სისხლის გუბეებს რომ აყენებდნენ და მომიტინგეთა სადამსჯელო ოპერაციებს ატარებდნენ?“ - წერს სალუქვაძე.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.