თეგებით ძიება

10 რამ, რაც დრომ და ცხოვრებამ მასწავლა

1. ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ცრუ მიზნების მიყოლასა და ცრუ იდეალების თაყვანისცემაში ვატარებთ მანამ, სანამ, არ გავაანალიზებთ იმ დღეს, როცა ნამდვილი ცხოვრება უნდა დავიწყოთ.

2. ყოველთვის და ყველა ადამიანს ნამდვილად ვერ მოეწონებით - პირველ რიგში, მხოლოდ საკუთარ თავს და შემდეგ თქვენს ახლობლებს, ყველა დანარჩენი მაინც საკუთარი თავის სიამოვნებითაა დაკავებული, მერწმუნეთ.

3. დაბერების პროცესთან ბრძოლა ქარის დაჭერის მცდელობას ჰგავს. განაგრძე ცხოვრება, ისიამოვნე. შენი სხეული იცვლება, როგორც ყოველთვის. ნუ დაკარგავთ დროს მწუხარებისთვის, შეცვალეთ თქვენი აზროვნება და დაინახეთ სილამაზე ახალ იდეებში.

4. არავინ არის სრულყოფილი და არავინ არის რეალურად ბედნიერი თავისი ხვედრით.

5. არავინ ხედავს იმას, რასაც სწორად აკეთებ; მხოლოდ შენს არასწორ მოქმედებებს აკვირდებიან.

6. ინანებთ იმ წლებს, რომლებიც თქვენი გარეგნობის კრიტიკაში გაატარეთ. დაამყარე მშვიდობა ჭურჭელთან, რომელშიც შენი სული ცხოვრობს. შენი სხეული საოცარი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ განგსაზღვრავს შენ.

7. ბედნიერება და მშვიდობა საუკეთესო წამალია.

8. ასაკის მატებასთან ერთად თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები ხდება, თუ ვინ და რისთვის დაგიმახსოვრებთ. შენს მიერ გაცემული სიყვარული და შენი სიბრძნე გაცილებით მეტხანს იარსებებს, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური ფასეულობა.

9. ჩვენ დიდი ხნით არ ვარსებობთ დედამიწაზე, მაგრამ თუ ქარის საწინააღმდეგოდ ცხოვრობთ, ეს შეიძლება უვადო სასჯელი იყოს. ცხოვრება არა რუტინული, არამედ თავგადასავალი უნდა იყოს.

10. ყოველთვის გამოიყენეთ ის, რასაც „საუკეთესო“ მომენტისთვის ინახავთ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული. დღევანდელი დღე თქვენი საჩუქარია.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=920134405921834&set=pb.100037758507036.-2207520000.&type=3


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა