თეგებით ძიება

ესაა პირველი ნაბიჯი, რასაც სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს - ევროპარლამენტარი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებაზე

 ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს - ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება.

„კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია. კიდევ ბევრი რამ უნდა მოჰყვეს. რეფორმები სასამართლო და საარჩევნო სისტემებში, 12 პრიორიტეტი“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, საზოგადოების პროტესტის შედეგად, დეპუტატებმა დღეს, 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა