თეგებით ძიება

არცერთ სტუდენტს, არცერთ ახალგაზრდას და აქტივისტს არ დაედოს თითი - ლევან ხაბეიშვილი შსს-ს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს თავი დაანებოს აქციების მონაწილეების მუქარას.

"კრემლისგან მართულმა გომელაური, დღეს, პატარა სათამაშო ადამიანის მეშვეობით დაემუქრა ჩვენს ახალგაზრდებს და თქვა, რომ თითქოს უმკაცრესად დაისჯებიან ახალგაზრდები. მე მინდა, გაგაფრთხილოთ, ნუ ეთამაშებით ამ ახალგაზრდებს, ნუ ხართ პროვოკაციულები და ნუ ცდილობთ პროვოკაციაზე და მათ ნერვებზე წამოკიდებას. შეეშვით, ყველას ვინც იცავდა ევროპულ მომავალს. შეეშვით, ყველა ანტი-პუტინისტურ აქციაზე მყოფ ადამიანს. და თუ თქვენ გააგრძელებთ ვენდეტას ამ ადამიანების მიმართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არათუ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, ეს ახალგაზრდები და ეს ადამიანები გაგცემენ პასუხს. ამიტომ, ვაფრთხილებ კრემლის აგენტს, რუსული ოცნებიდან, ბატონ გომელაურს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს. არცერთს არ დაედოს თითი, არცერთს, არცერთ სტუდენტს, არცერთ ახალგაზრდას და არცერთ აქტივისტს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი, დარწმუნებული ვარ იქნება ადეკვატური ამ ადამიანებისგან", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მან თქვა, რომ სწავლობენ 7 და 8 მარტის აქციებზე პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილ დამნაშავე პირებს კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან. მისივე თქმით, აქციების დროს 58 პოლიციელი დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა