დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში ღიად ჩართვას აანონსებს - რას წერს ჰოლანდიური მედია?
ჰოლანდიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის უმაღლესი რადის წევრი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში ღიად ჩართვას აანონსებს. ასევე ავრცელებს წერილსაც, სადაც არახამია თავს წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე ქართველად და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიიღო აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.
არახამია აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტ დეტალსაც იტყვის თანამებრძოლებთან ერთად. ის აღნიშნავს, რომ ეს თითქოს სპონტანური გადაწყვეტილებაა , თუმცა წერილის შინაარსი სულ სხვაგვარად გამოიყურება.
მას წარმოდგენილი აქვს კონკრეტული გეგმები, როგორ ხედავს პოლიტიკაში საკუთარ აქტივობას. არახამია კონკრეტულ პროექტებზეც საუბრობს. ის ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციით“ დაწყებულ საქმეს.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი“