მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ, ჯეიკ სალივანთან შეხვედრას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება.
„მადლობა აშშ-ის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ მისი ერთგულებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გუშინ ესაუბრა.