თეგებით ძიება
11. 03. 2023 ვიდეო

მაკრონს შევახსენებდი, რომ ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს საფრანგეთის უკანონო მოქალაქეობას - შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიმართვას ეხმაურება და ახსენებს, რომ ივანიშვილი კვლავ საფრანგეთის უკანონო მოქალაქეა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

"ევროპა და დემოკრატიული მსოფლიო ელოდება რუსი ოლიგარქიული რეჟიმის შეცვლას საქართველოში და მაკრონის მიმართვაც რეალურად ამ პათოსითაა გაჟღენთილი, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტს შევახსენებდი, რომ ოლიგარქი ივანიშვილი აგრძელებს საფრანგეთის უკანონო მოქალაქეობას, მას სჭირდება სანქციები საფრანგეთის მთავრობისგან," - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული გზის არჩევაზე დაბრუნება სამჯერ მოულოცა. ემანუელ მაკრონმა, ჯერ წერილი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ქართველმა ახალგაზრდებმა თავისუფლება აირჩიეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა