"რუსეთის ან საქართველოს მთავრობის სპეცოპერაციაა, არ შეესაბამება სიმართლეს" - დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე (ვიდეო)
უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს.
"მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ. უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად“, - განაცხადა არახამიამ.
ცნობისთვის, 10 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა.