თეგებით ძიება

ნებაყოფლობით დათმეთ ძალაუფლება და გამოაცხადეთ ახალი არჩევნები - შალვა ნათელაშვილი "ოცნებას"

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" მიმართავს და მოუწოდებს ახალგაზრდების მოთხოვნებს მოუსმინოს.

"ყოველი ქართველი "ოცნებობს, იხილოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის კორუმპირებული, ოკუპაციური "ქართული ოცნების" გარეშე. მე წინადადებას ვაძლევ ქართულ ოცნებას, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტავად და ქვეყნის წინსვლისათვის მომავლის დიდ გზაზე. სხვა შემტხვევაში ახალგაზრდები, სტუდენტები და ქართველი ხალხი არ დაუშვებენ იმას, რისი იმედიც ჰქონდა მმართველ რეჟიმს. რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის გეოპოლიტიკურად სახეზეა, არამარტო საქართველო გადავიდა განვითარების ახალ სტადიაზე, ამ დღეების წყალობით, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეც განთავისუფლდა რუსული ანექსიის საშიშროებისგან, რასაც მოსკოვი აპირებდა ამ აგენტების კანონის მეშვეობით", - ამბობს ნათელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარი რუსული კანონი გუშინ, 10 მარტს, მეორე მოსმენით ჩააგდო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა