თეგებით ძიება

არ ვიცი ნიკიტა შუმაკოვი - გიული ალასანიამ ბინა რუსეთის მოქალაქეს მიაქირავა?

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, სავარაუდოდ, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეს მიაქირავა.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ბინა, რომელიც იოსებიძის ქუჩის #69-ში მდებარეობს, ნიკიტა შუმაკოვმა 2017 წელს გიული ალასანიასგან იქირავა.

ბინის გაქირავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ უარყოფს გიული ალასანია, თუმცა აცხადებს, რომ ბინა ბელარუსის მოქალაქეს მიაქირავა.

„არავისზე არ მაქვს მიქირავებული. არ ვიცი ნიკიტა შუმაკოვი, ამ წუთში ბინა არის ცარიელი. იყო ძალიან მოკლე პერიოდი, წინ, რამდენიმე თვით მქონდა მიქირავებული. ის იყო ბელარუსიდან, რუსეთის მოქალაქე არ ყოფილა“, - აცხადებს ალასანია.

წყარო: "იმედი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა