ბინების გასაყიდი ფასი 2023 წელს 18.5%-ით, ხოლო ქირა 42.8%-ით გაიზრდება - რა პროგნოზს აკეთებენ სპეცალისტები?
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2023 წელს, როგორც ბინის ყიდვის, ასევე ქირის ფასი გაიზრდება.
„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის იანვარში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა თვის მაჩვენებელს 26%-ით ჩამორჩა, წლიურ ჭრილში ის 17%-ით გაიზარდა“, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
„იანვარში ბაზრის დაბალი აქტივობა დეკემბერთან შედარებით სეზონური ფაქტორებით აიხსნება. სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი იანვარში თვიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა.
საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო (+2.7% თ/თ) და 1,103 დოლარს გაუტოლდა. გასაყიდი ფასი წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება. ტრანზაქციების და ფასის ზრდის ფონზე, ბაზრის ზომა წლიურად 54%-ით გაიზარდა და 210 მლნ დოლარი შეადგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: bpn.ge