"უცნობზე" კი ვიცინეთ, მაგრამ რეალურად, ეგ არის კონტრაქციის ანონსი... " - რას წერს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, თამო კეშელავა მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" მიმართვას აფასებს და წერს, რომ ეს განცახდება კონტრაქციაზე მიუთითებს.
"უცნობზე კი ვიცინეთ, მაგრამ რეალურად, ეგ არის კონტრაქციის ანონსი და ეგ სცენარი ნაცნობია, უცნობი არაა და არ გაბედოს არავინ უცნობის კონცერტის სახელით კონტრაქციის მოწყობა და ჩვენი შვილების წინააღმდეგ წასვლა!
ჩვენი შვილები გამოდიან მშვიდობიანად, აქვთ სამართლიანი მოთხოვნები და ვერძილების მობილიზებას და მიქსევას არ გაპატიებთ!
აბა, ჩვენ შვილებს რომ მაგის კონცერტი არ უნდათ, ხომ ვიცით ყველამ?
მით უფრო, როცა არაფერ შუაში არაა, უცნობის კონცერტი თუ ევროკავშირი? ესაა მესიჯი?
თუ კონცერტს ითხოვენ ჩვენი შვილები და არ ვიცით?", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, "უცნობმა" სტუდენტებს შესთავაზა, რომ აქციებზე არ გამოვიდნენ და სანაცვლოდ, კი ის მათ უფასო კონცერტს ჰპირდება.