თეგებით ძიება
12. 03. 2023 მსოფლიო

თურქეთში არჩევნები ოფიციალურად 14 მაისს დაინიშნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ POLITICO წერს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ის იქნება მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა და ნაციონალისტური მოძრაობის ალიანსის ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ამ კვირის დასაწყისში, ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ წარადგინა.

74 წლის ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო რესპუბლიკურ პარტიას (CHP) ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა