თეგებით ძიება

გაიმართება შეხვედრები საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან - სად გაემგზავრება ილია დარჩიაშვილი?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს 13-14 მარტს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტობიას ბილსტრომთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან დანიელსონთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, დიანა იანსესთან.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. შესაბამისად ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას და შვედეთის მხარდაჭერას ამ გზაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა