თეგებით ძიება
13. 03. 2023 სპორტი

"თუ თავს უიღბლოდ ჩათვლი, გაიხსენე მერაბ დვალიშვილი..." - ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე მუშაობა და უსპონსოროდ მიღწეული წარმატება

 UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები ვრცელდება სოციალურ ქსელში და მის მიერ მიღწეული წარმატების რთულ გზას გვაჩვენებს.

"თუ თავს უიღბლოდ ჩათვლი და იფიქრებ, რომ ცხოვრებამ ზურგი გაქცია, გაიხსენე  მერაბ დვალიშვილი, რომელსაც არ ჰყავდა სპონსორი. 

მან შეძლო ემიგრაციაში, 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელულად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა იმ წარმატებისკენ, რომლითაც დღეს ყველა ვამაყობთ 

აუცილებლად დაისახეთ მიზანი, იშრომეთ და ყველაფერი სამშობლოს სიყვარულით გააკეთეთ, მაშინ ნებისმიერი საქმე ბევრად მარტივი მოგეჩვენებათ", - წერს "90 წუთი".

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა 11 მარტს რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა