"ის ერთი კარგი ბიჭი, ბურთის გასაკვირი თამაშით, არიგებს მოჩხუბარ ქართველებს. არც გაამპარტავნებულა, ეს რა ვქენიო..." - რას წერს გია მურღულია კვარაზე?
ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტზე წერს.
"ის ერთი კარგი ბიჭი, ბურთის გასაკვირი თამაშით, კვირაში ერთხელ საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს.
რა ცოტა გვჭირდება, რომ ერთმანეთს გავუგოთ და ჩვენს ქვეყანას საერთო ძალისხმევით შევეწიოთ.
ჰოდა, ის "ცოტა" იპოვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
არც გაამპარტავნებულა, ეს რა ვქენიო - მართლა კარგი ბიჭია.
ქართველია!", - წერს მურღულია.
"