ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუს-მა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს ელენე ხოშტარია?
პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინიტრომ და სუს-მა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება დაიწყო.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება. პირველი, რაც მინდა ხელისუფლებას ვუთხრა: კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება და დევნაზეც ფიქრიც კი, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში დაიცვეს ევროპული მომავალი.
მეორე, ძალადობაში დამნაშავეები ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემლები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს.
მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შს სამინისტროში ან სუს-ში დაგიბარებენ, გამოვაქვეყნებთ ტელეფონის ნომრებს, მოგვმართეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას.
არავინ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს ცალ-ცალკე დაერევით. ჩვენ, ყველა ერთად ვართ, იდეის გარშემო და ეს იდეა არის, მათ შორის, ამ ადამიანების დაცვა. ამიტომ, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც საჭირო იქნება, შს სამინისტრო თუ სუს-ი“, - განაცხადა ხოშტარიამ.