"დვალიშვილს თვით აქაურობის ღმერთმა დაუკომენტარა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილისთვის "ფეისბუქის" დამფუძნებლის მიერ დაწერილ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ღმერთმანი, დვალიშვილს თვით აქაურობის ღმერთმა დაუკომენტარა", - წერს ნანუკა.
ცნობისთვის, ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, რომელმაც 11 მარტს რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა, სოციალურ ქსელში "ფეისბუქის" შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა დაუკომენტარა: "შთამბეჭდავი ბრძოლა იყო".