თეგებით ძიება

"ამ მთავრობის ადგილი არც ღირსეულთა შორისაა და არც ევროპისკენ მიმავალთა შორის“ - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმაურება და საქართველოს მთვარობას აკრიტიკებს.

"საქართველოში ევროკავშირის დროშა არ დაიწვება და არ დაიხევა, სანამ ხალხი რომელსაც ის უჭირავს, ასახავს ისტორიას და იცავს კონსტიტუციას.

რაც არ უნდა საპირისპირო მიმართულებით გვექაჩებოდეს რუსული მთავრობა და მწვანე შუქს უნთებდეს ბნელ ძალებს, ხოლო ისტორიული სამართლიანობისა და ქართულ-ევროპული იდენტობის დამცველებს უწოდებდეს აგენტებს.

სანამ ვართ ერთიანები და ვართ სიმართლის მხარეს, სანამ გვაქვს ძალა, რომ ერთობით ვიცუროთ რუსული დინების საპირისპიროდ და თავად ვიქცეთ ძლიერ ევროპულ დინებად, აუცილებლად ვივლით წინ, ღირსებით ევროპისკენ, უბრალოდ ამ მთავრობის ადგილი არც ღირსეულთა შორისაა და არც ევროპისკენ მიმავალთა შორის!“, - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე „ალტ-ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა