ავიაკატასტროფა შავ ზღვაში - რუსული სუ-27 ამერიკულ დრონს შეეჯახა და ჩამოვარდა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-27, რომელიც ამერიკულ უპილოტო საფრენ საშუალებას MQ-9-ს მისდევდა, შავ ზღვაში, საერთაშორისო წყლებში ჩავარდა.
გავრცელებული ცნობით, ამერიკულ უპილოტოს 2 რუსული ავიაგამანადგურებელი მისდევდა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, სუ-27 და MQ-9 ერთმანეთს შეეჯახა, რამაც გამოიწვია ავიაკატასტროფა.