თეგებით ძიება
15. 03. 2023 მსოფლიო

კრემლი მაღალჩინოსნებსა და საჯარო მოხელეებს მოგზაურობას უკრძალავს, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებს უცხოეთში დასასვენებლად მოგზაურობა ეკრძალებათ.

შეზღუდვა სავარაუდოდ იმ მოტივით მოქმედებს, რომ მაღალჩინოსნები რუსეთიდან არ გაიქცნენ.

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთში შიდა უსაფრთხოების რეგულაციები კიდევ გამკაცრდეს და მოგზაურობაზე შეზღუდვები გავრცელდეს საჯარო სექტორში დასაქმებულების უფრო ფართო სპექტრზე", - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა