თეგებით ძიება

"ქართული ოცნება“ პროდასავლური ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს - დავით ქაცარავა

მოძრაობა "ძალა ერთბაშიას“ დამფუძნებელი, დავით ქაცარავა "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება“ პროდასავლური ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს.

"ევროკავშირის დროშის დაწვა, ეს არ არის უბრალოდ ვანდალიზმის აქტი, ეს იყო გზავნილი ევროკავშირისთვის და რუსეთსთვის, ამის საფასური და ღირებულება არის 2000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელსაც ეს რადიკალური დაჯგუფება ამ გადაიხდის. 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გზავნილი გავანეიტრალოთ და საბოლოო ჯამში შევცვალოთ ,,ქართული ოცნება", შევცვალოთ პროდასავლური ხელისუფლებით, რომელიც ქვეყანას კვლავ მიატრიალებს დასავლეთისკენ", - თქვა ქაცარავამ.

ცნობისთვის, 14 მართს პარლამენტთან "ალტ-ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა