თეგებით ძიება

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის განაცხადი.

„მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული ხელმძღვანელი პირებიდან და წევრებიდან: 878 პირი არჩეულია 12 ხმით; 336 - 14 ხმით; 72 – 13 ხმით; 10 – 11 ხმით; 8 - 10 ხმით; ხოლო 8 - 9 ხმით", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა