თეგებით ძიება

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა ჩააგდოს - ხატია დეკანოიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი ისევე უნდა ჩააგდოს, როგორც მას ე.წ. რუსული კანონის ჩაგდება მოუწია.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების" პროპაგანდა იმის თაობაზე, თითქოს ვენეციის კომისიის დასკვნა გაგზავნილ კანონპროექტებთან დაკავშირებით პოზიტიურია, რეალურად ნეგატიური აღმოჩნდა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა სავსეა პოსტულატებითა და ფაქტებით, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა